ვარძიის მუზეუმის მიმდებარედ, მთის ფარდობიდან ქვები ჩამოცვივდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ
დაშავებულა.
„18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე
ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო
ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).
თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან
მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ
დამუქრებია,“ – ნათქვამია კულტურის სამინისტროს
განცხადებაში.