საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო
სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი
მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო
ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს
დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრენინგ
კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3
და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახლით
ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით.