პოლონეთში ავარიას ორი მარნეულელი და ერთი გარდაბნელი ემსხვერპლა (VİDEO)
პოლონეთის ქალაქ პოზნანის ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა. მათგან 2 მარნეულელია. ერთი სოფელი ბაიდარის მაცხოვრებელი ქონულ ბალაგოზოვაა. მეორე კის 22 წლის, აზიზკენდში მცხოვრები ალი აბდულაევია.

მესამე პირი, რომელიც დაიღუპა, გარდაბნის სოფელი ბირლიკიდანაა.

შემთხვევა 21 ოქტომბერს, 17:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

ავარიისას 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები პოლონეთის სამედიცინო საავიაციო სამსახურის ვერტმფრენმა პოზნანის საავადმყოფოებში გადაიყვანა.


Print
თეგები: Marneuli Polşa Qardabani Qəza