მთავრობამ წელს 10 მილიარდის გადასახადები აკრიფა
ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წელს მთავრობამ უკვე 10.3 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც გეგმით გათვალისწინებულის 104% იყო.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტში 4.4 მილიარდი ლარი დღგ-დან შევიდა. უფრო დეტალურად ბიუჯეტის შესრულების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

• საშემოსავლო გადასახადი - 3.44 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 107%;
• მოგების გადასახადი - 1.56 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 120%;
• დღგ - 4.37 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 112%;
• აქციზის გადასახადი - 1.4 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 107%;
• იმპორტის გადასახადი - 87 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 147%.


ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 157 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 80%-ს შეადგენდა. შესაბამისად, გადასახადებისგან განსხვავებით, პრივატიზაციის შესრულება გეგმას ჩამორჩება.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები