აფხაზეთში საქართველოს რუკიანი კონსერვების რეალიზაციაზე მოკვლევა დაიწყეს
აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ რაიონულ პროკურატურებსა და სოხუმის პროკურატურას დაავალა შეისწავლოს აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ საკვები პროდუქციის რეალიზაციის საკითხი, რომლის ეტიკეტზეც დატანილია საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციითვე, შემოწმებას ექვემდებარება ქართული ღვინოების აფხაზეთში რეალიზაციის საკითხიც და ასევე, მე-7 კლასის გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლის გარეკანზეც საქართველოს დროშაა გამოსახული.

აფხაზეთის სასურსათო მაღაზიაში გადაღებული პროდუქცია ეტიკეტზე საქართველოს დროშით, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.


Print ელ. ფოსტა
თეგები: აფხაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები