ორი ტრაილერის შეჯახებისას ერთ-ერთი ამობრუნდა
თბილისის შემოვლით გზაზე, ნორიოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ამობრუნდა.

შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის გამო ავტომობილთა გადაადგილება შეფერხებულია და წარმოქმნილია საცობი.

წყარო: ინფო რუსთავი
Print
თეგები: თბილისი