თბილისში ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა - ცხრა თვის მონაცემები
გასული ცხრა თვის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Colliers-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვეში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომამ 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, ხოლო 91%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია საბურთალოსა და დიდ დიღომში, ძველ პროექტებში კი მოთხოვნის 16%-იანი ზრდა ფიქსირდება. გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის ზრდაც შეინიშნება. ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - წერია Colliers-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის ბოლო 9 თვის ტენდენციაზე დაკვირვებით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 5,000 ერთეულს გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია მოთხოვნის 137%-ით ზრდა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მხოლოდ 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
თეგები: თბილისი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები