2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.5% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის
ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3%
შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი
ასევე 7.3 %-ით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამოათვალს, რომელიც
ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად
გაძვირდა:
- სიმინდის ფქვილი - 76.1%-ით
- შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 39.8
%-ით
- ვაფლი კრემით - 39.3%-ით
- ნამცხვარი - 38.6%-ით
- მანდარინი - 36.7%-ით
- ხორბლის ფქვილი - 36%-ით
- მარგარინი - 35.6%-ით
- სულგუნი - 34.6%-ით
- მდოგვი - 34.2%-ით
- ვერმიშელი - 30.4%-ით