"ახალი აზროვნების ინსტიტუტი" საუკეთესო სათემო ინიციატივად დასახელდა
10 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სათემო ლიდერების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდა „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ რომელიც ჟიურიმ საქართველოს მასშტაბით საუკეთესო სათემო ინიციატივად დაასახელა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ საუკეთესო სათემო ინიციატივის სტატუსი ორგანიზაციის პასუხისმგებლობას ზრდის.

"ეს ძალიან ღირებული და რთულად გამოსახატავი გრძნობაა. ჩვენ პასუხისმგებლობა უფრო მოგვემატა. ადამიანებს მოლოდინი აქვთ ჩვენგან. სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების ასე შეფასება ადამიანების მხრიდან არის ძალიან საამაყო".

ეფენდიევის განმარტებით ფორუმში მონაწილეობას 150-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, დონორების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.

დაჯილდოვებაზე ახალი აზროვნების ინსტიტუტს ფულადი თანხა და სხვადასხვა სახის პრიზები გადასცეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები