საქსტატმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული სტატისტიკა
გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად,
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი
0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას
(10.4%-ს).
დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა
მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 21.8 %-ით
აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. რეალური მთლიანი შიდა
პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა
წელთან შედარებით 10.5% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს
10.3 %-ით განისაზღვრა.
მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა
წელთან შედარებით 10.5% შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის
დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 %-ით განისაზღვრა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ
სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა
გამოირჩევა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 %) და
დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 %), მშენებლობა (7.5 %),
სოფლის სატყეო
და თევზის მეურნეობა (7.4 %), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;
სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 %), ტრანსპორტი და
დასაწყობება (6.3 %), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 %),
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 %) და
განათლება (4.7 %).
როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, 2021 წელს წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და
მოტოციკლების რემონტი (12.4 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.9 %),
ხელოვნება გართობა და დასვენება (47.2 %), ჯანდაცვა და სოციალური
მომსახურების საქმიანობები (29.3 %), საფინანსო და სადაზღვევო
საქმიანობები (21.2 %), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და
კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (44.4 %), უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული საქმიანობები (8.7 %), ინფორმაცია და კომუნიკაცია (30.1
პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების
მიწოდების საქმიანობები (34.0 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის
(-23.9 %) დარგში.