თბილისში ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა
თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ავტობუსის მძღოლი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, მომხდარის დეტალები კი მათთვის უცნობია.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების სამსახურსაც, სადაც გვითხრეს რომ ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები არავის მიუღია, უწყების თქმით, 3 დაშავებულიდან ორმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ცდილობს დაკავშირებას. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები