მეზობლის ინფორმაციით, 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის მამაკაცი ბაბუის ძმაა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის მამაკაცი ბაბუის ძმაა.

როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე.

„დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“,
- აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს, 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები