ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები 26,2%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე იანვარ-ოქტომბერში ტვირთის გადაზიდვებმა 540 000 ტონა შეადგინა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

მისი თქმით, გადაზიდვები, 2021 წელთან შედარებით, 26,2%-ით, ანუ 112 000 ტონით გაიზარდა.

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა მონაწილე ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპულ სივრცესთან წვდომა გაუხსნა და დღეს ის დასავლეთის მარშრუტზე უზარმაზარ პოტენციალს ქმნის,“
- აცხადებს რუსტამოვი.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინნიგზო მაგისტრალის პირველი ხაზის ექსპლუატაცია 2017 წელს დაიწყო. დღეისათვის ამ მარშრუტის სიგრძე 850 კილომეტრია.
წყარო: BPN

Print