რას ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 228.4 მლნ.

აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (34 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 682.4 მლნ. აშშ დოლარს (33.3 პროცენტით მეტია).

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.1 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 10.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 623.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი).

იანვარ-ოქტომბერში, საქართველოში ტოპ-10 საიმპორტო პროდუქტი იყო:
  • მსუბუქი ავტომობილები - 1.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.1 მლრდ აშშ დოლარი;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 623.1 მლნ აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 329.07 მლნ აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 316.9 მლნ აშშ დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები - 227.3 მლნ აშშ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 145.5 მლნ აშშ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 96.6 მლნ აშშ დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 96.06 მლნ აშშ დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 83.9 მლნ აშშ დოლარი.
წყარო: BPN

Print