საახალწლოდ მარნეულის მერია 360 650 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნციციპალიტეტმა 2023 წლისათვის მზადება უკვე დაიწყო. გამოცხადებული სამი ტენდერის მიხედვით, ახალი წლისთვის ადგილობრივმა თვთმმართველობამ 360 650 ლარი გამოყო 199 900 ლარად ქალაქის განათებას, 65 600 ლარად ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვას, ხოლო 85 150 ლარად ღონისძიების გამართვას გეგმავენ. 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის ტენდერი მუნიციპალიტეტმა 22 დეკემბერს გამოაცხადა.

მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-5 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მერიას ფასების ცხრილის შესაბამისად, 2022 წლის 18 დეკემბერს ჩააბაროს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების გამართვის მოთხოვნებში შედის:

  • გოგონათა გუნდი, არანაკლებ 20 წუთიანი რეპერტუარი ცოცხალი შესრულებით, შესრულებული უნდა იქნას 5 კომპოზიცია საახალწლო თემატიკაზე.
  • წამყვანები: ქალბატონი- 40-45 წლის, სასურველია იყოს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი და საკონცერტო კომფერანსიე. უნდა ჰქონდეს ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება. ბატონი- 40-45 წლის. თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და აზერბაიჯანულ ენას. სასურევლია მსახიობი ან რეჟისორი და უნდა ჰქონდეს ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება.
  • 2-2,30 საათიანი პერფორმანსი საბავშვო სივრცეში, ცნობილი ანიმაციური ფილმების პერსონაჟები. მათ შორის 1 თოვლის პაპა. საახალწლო განათებებით, გახმოვანების აპარატურით და მძღოლის მომსახურეობით. თარიღები შემსყიდველთან შეთანხმებით.
  • შერეული ტკბილეული, მაღალი ხარისხის კანფეტები, ორცხობილები და სამახსოვრო მინი სათამაშოები. ასორტიმენტი და შეფუთვის დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით და სხვა.

Print