„გამწვანებული მარნეულისთვის“ - მუნიციპალიტეტში აქცია ჩატარდა
„გამწვანებული მარნეულისთვის“ - 23 ნოემბერს მუნიციპალიტეტში აქცია ჩატარდა. ახალგზრდებმა მსვლელობა მარნეულის მერიიდან დაიწყეს და ბაზრამდე ჩავიდნენ. გზადაგზა ადგილობრივებს უზიარებდნენ ინფორმაციებს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. „მწვანე აზროვნების” საინიციატივო ჯგუფის თანადამფუძნებელ გიულგუნ მამედხანოვას თქმით, მარნეული სხვა მეზობელ მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურებულია და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

„მოსახლეობის პრობლემა არაინფორმირებულობაა. წარმოიდგინეთ, უბრალოდ ერთ ავტობუსში ყოფნისას მძღოლები, მგზავრები სვამენ წყალს ან წვენს, იმ ბოთლებს ფანჯრიდან აგდებენ. ეს მათთვის უბრალო რამეა და არ ესმით რომ ეს ადამიანისთვის რამდენად საზიანოა. ბუნებას როგორც ვაზიანებთ, უკან გვიბრუნდება. მაგალითად, თევზები ან პირუტყვი ჭამს ნაგავს, ჩვენ როცა იმ საზღვაო პროდუქტებს ან ხორცეულს ვყიდულობთ, ამ დროს ჩვენი ორგანიზმიც იწამლება. ჩვენ მარნეულის ადგილობრიც მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებთ ვითანმანშრომლოთ გარემოს დასაცავად. ამ მიმართულებით ბევრი პროექტი უნდა იყოს, აქტივოვები იყოს და ერთად“, - ამბობს გულგუნი.

აქციის მონაწილე, სადი სადიგოვის თქმით, მათი ძირითადი მიზანი ბუნების დაცვაა. სადიგოვის თქმით ბუნების დანაგვიანების ერთ-ერთი მიზანი სანაგვე კონტეიონერების ნაკლებობაა.

„მერიის წინ შეკრების ძირითადი მიზანი ისაა, რომ ასეთი პრობლემების მოგვარებაში მერიას აკისრია დიდი როლი. უბრალო მაგალითი შეიძლება ვთქვათ. დღეს რაიონში და სოფლებში ბევრ მანქანას ვხედავთ. ესეც ჰაერის დაბინძურების წინაპირობაა. ამი მოგვერების ერთ-ერთი გზა ალბათ მუნიციპალიური ტრანსპორტის დამატება იქნება, რომ ყელამ ერთი ტრანსპორტით ისარგებლოს. ასევე კარგი იქნება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა თუ დაიწყებს გამწვანების ღონისძიებების ჩატარებას“.

ორგანიზატორების თქმით, მათი წვლილი გარემოზე ზურუნვისთვის იყო, ის, რომ რამდენიმე სოფელში ასუფთავების აქცია ჩაატარეს.


Print