23 ნოემბერს თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაიღუპა.
ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ფეისბუკზე და
„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაღუპულია დავით ქურციკაშვილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლით).