აფხაზური მხარის ცნობით, გალში “ნაბეღლავის” კონტრაბანდა აღმოაჩინეს
აფხაზური მხარის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გალში, ერთ-ერთ აგარაკზე, აღმოაჩინეს ქართული მინერალური წყლის კონტრაბანდა 192 ბოთლის სახით.

აფხაზური მედიით გავრცელებული ვიზუალური მასალის შესაბამისად, საუბარია “ნაბეღლავის” ნაწარმზე.

ოფიციალური ინფორმაციითვე, კანონდარღვევის ფაქტზე საგამოძიებო მასალები შესაბამის უწყებებს გადაეცა.
წყარო: ნეტგაზეთი


Print