დაკარგული პირების საერთაშორისო კომისია - უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა
დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიის (ICMP) შეფასებით, უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

კომისიის ევროპის პროგრამის დირექტორმა, მეთიუ ჰოლიდეიმ Reuters-ს განუცხადა, რომ გაურკვეველია, რამდენი ადამიანია იძულებით გადაადგილებული, რუსეთში დაკავებული, ოჯახებს დაშორებული ან გარდაცვლილი და დროებით საფლავებში დაკრძალული.

მისი თქმით, რიცხვი 15 000 არის კონსერვატიული შეფასება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ მარიუპოლში 25 000 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება.

”რიცხვები უზარმაზარია და უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევები უზარმაზარია”,
- აღნიშნა ჰოლიდეიმ.

მისი თქმით, უკრაინაში დაკარგული პირების საქმეების გამოძიების პროცესი წლების განმავლობაში, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც, გაგრძელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print