რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ჰერეთს ეწვია
აზერბაიჯანის კახის რაიონში საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საპატრიარქოდან - ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციის წევრები ეწვივნენ კახის რაიონს, სადაც წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღავლინეს ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა.

„მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, რომლის დიდი დამსახურებაცაა დელეგაციის სტუმრობა კახში.

შემდეგ დელეგაციის წევრები კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, მუსა შექილიევს და კახში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ.

რელიგიის სააგენტოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი, ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური, ფინანსური მენეჯერი, ლელა ჭიპაშვილი, საქმის წარმოების მენეჯერი, მარინე მაზმიშვილი, სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები