მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტების ორგანიზებაში 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მან ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამა ორ წელიწადზეა გათვლილი და მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობას.

ღარიბაშვილის თქმით, კონცერტები ქვეყანაში არსებულ სტადიონებსა და შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები