რუსულ გაზში გადახდილი თანხა ჯამში იმპორტირებულის ღირებულების 22% იყო - idfi
ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (idfi) კვლევაშია აღნიშნული.

დოკუმენტში მიმოხილულია ცნობები - ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალისა და რუსული კავშირების შესახებ.

ორგანიზაციის მიერ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიგნებებია:

ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია.

ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი 14,6%.

2022 წლის მაისის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 5%-ით გაიზარდა.

ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და ის საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“.

2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე, 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს. სულ ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.

რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%).

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები