ფინანსთა მინისტრი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი.

როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს.

„საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, რადგან მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში შეძლონ საჯარო სამსახურებმა ფუნქციონირება. ეს წელი გამონაკლისია უშუალოდ ჯარისთვის, პოლიციისთვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის. არსებული რეალობიდან და რისკებიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება“,
- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები