თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთმანეთს შეჯახებულია საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი
დაშავდა და სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები
სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს
წყარო: mtavari.tv