შეჯახება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსა და მსუბუქ ავტომობილს შორის - შემთხვევა თბილისში
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთმანეთს შეჯახებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომობილი.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს

წყარო: mtavari.tv

Print