პოლონურმა კლინიკამ ოპერაციისას პაციენტებს ფეხბურთს აყურებინა
პოლონური კლინიკა (SP ZOZ MSWiA w Kielcach) აცხადებს, რომ ოპერაციის მსვლელობისას პაციენტებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი აყურებინეს.

„პაციენტები, რომლებიც სპინალური ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდნენ, ნამდვილად მოხარულნი დარჩნენ,“
– წერს კლინიკა და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.



სპინალური ანესთეზია რეგიონული გაუტკივარებაა. ამ დროს პაციენტი საღ გონებაზეა, თუმცა ტკივილს ვერ გრძნობს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, პოლონეთის ნაკრებმა საუდის არაბეთს ანგარიშით 2:0 მოუგო დ ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პოლონეთი არგენტინას ეთამაშება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები