ფახრალოს მკვიდრი რუსლან ბაირამოვი უკრაინის დაცვისთვის ბრძოლებში დაიღუპა
წარმოშობით სოფელი ფახრალოდან, 1993 წელს დაბადებული რუსლან ბაირამოვი უკრაინის დასაცავად ბრძოლებში დაიღუპა. ის უკრაინის მოქალაქე იყო და ლუგანსკში ცხოვრობდა. რადიო "მარნეულმა" ინტერვიუ ჩაწერა ბაირამოვიდ დედასთან, ლალა ბაირამოვთან, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილი ბავშვობიდან სამხედრო სამსახურში მუშაობაზე ოცნებობდა. 

„სულ ჩემს გვერდით იყო. იქ იყო(უკრაინაში) დაბადებული. გიტარაზე უკრავდა, წიგნებს აგროვებდა და კითხულობდა. ბავშვობიდან ოცნებობდა სამხედრობაზე. სამხედრო მიმართულებით სწავლობდა. გვინდოდა დაქორწინებულიყო, არ დათანხმდა, არ მოიყვანა ცოლი. უკრაინაში  ჯარშიც მსახურობდადა. ომი რომ დაიწყო,  ახლიდან წავიდა ჯარში.  როცა დაიღუპა მე არ გამიმხილეს. უკრაინაში რომ დაკრძალეს მერე გვითხრეს. მინდოდა თავის მიწაზე დაესვენებინათ. ახლა ომი მიმდინარეობს, არეულობაა. რა იქნება არ ვიცი.  ერთი შვილი ჩემთანაა, ერთი კი უკრაინაშია მეუღლესთან. ქალიშვილიც იქ იყო. სახლი დაინგრა და გერმანიაში წავიდნენ. ვოცნებობ, რომ ომი მალე დამთავრდეს და უკან სახლში დავბრუნდეთ“, - ამბობს რუსლან ბაირამოვის დედა, ლალა ბაირამოვა.

რისეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბაირამოვი თავისი სურვილთ წავიდა ომში. ომის დროს 3 ჯერ დაიჭრა, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. ის ქალაქ ჰაინსკის სასაფლაოზე სამხედროების და ადგილობრივების მონაწილეობით დაასაფლავეს.

ბარიამოვის ახლობლების მიერ სოფელ ფახრალოში მისი 40 დღე აღინიშნა.

რუსეთი -უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 34 მკვიდრი დაიღუპა.

Print