მარნეულში მერვე სკოლის მასწავლებლის ნახატების გამოფენა გაიმართა
8 დეკემბერს, მარნეულის კულტურის სახლში თვითნასწავლი მხატვარის, ხაიალა მუსტაფაევას ნახატების გამოფენა გაიმართა. ხაიალა მუსტაფაევა ქალაქ მარნეულის მერვე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს. მისი დიდი სურვილი იყო, მარნეულში გამოფენა ჩაეტარებინა.

„მე ბავშვობიდან მქონდა ხატვის ინტერესი. ორი წელია რაც ტილოზე ვხატავ. ამ ნახატების განვითარების მიზეზი აზერბაიჯანის საელჩოში ჩატარებული კონკურსი გახდა. ორ ჯერ საელჩოში ორგანიზებულ კონკურსს შევუერთდი. ორი დიპლომი მივიღე და ტილოზე ხატვაზე გადავედი. ტილოზე დაახლოებით 60-მდე ნახატი მაქვს. ეს ჩემი პირველი გამოფენა არ არის. მეორე გამოფენაა. პირველი გამოფენა საელჩოს ორგანიზებით ახუნდოვის მუზეუმში ჩატარდა. სამომავლო გეგმები გვაქვს. მინდა ქალაქ შუშაშიც ჩავატარო გამოფენა“.

გამოფენაზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშორმლები. მარნეულის მერიის წარმომადგენლები, მასწავლებლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები იღებდნენ მონაწილეობას.

„ძალიან მოგვეწონა გამოფენა. მე მინდა რომ ასეთი გამოფენები ხშირად ჩატარდეს. გამოფენები არის ჩვენი ისტორია", - ამბობს მაჰირ სადიევი.

„ხაიალა მასწავლებელი ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ამჟამად კი ჩვენი სკოლის მასწავლებელია. საყვარელი მოსწავლე იყო. ლამაზი მასწავლებელი,ლამაზი მხატვარია. ლამაზი ნამუშევრები აქვს. მე ძალიან მომწონს. ახლო ხანებში თბილისში ჩატარდა გამოფენა. როგორც გავიგე ახლო დღეებში ბაქოშიც იქნება გამოფენა. წარმატებებს ვუსურვებთ. ის წარმატების ღირსია“, - ამბობს მარნეულის მერვე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი სონა იუსუფოვა

აღსანიშნავია რომ ხაიალა მუსტაფაევას პირველი პერსონალური გამოფენა მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. გამოფენაზე მას პირველად ჰქონდა შესაძლებლობა ნახატები გაეყიდა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
თეგები: Marneuli Mədəniyyət Evi Rəssam
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები