გარდაბნელმა კიკბოქსიორმა თურქეთში ჩატარებულ შეჯიბრში გაიმარჯვა (ვიდეო)
გარდაბნელმა კიკბოქსიორმა ოზჯან ახმედოვმა თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარებულ “Ümit Fight Arena 4 Kickboxing” შეჯიბრში გაიმარჯვა. 17 დეკემბერს ის პირველ პროფესიულ შეჯიბრზე გამოვიდა. 19 წლის სპორტსმენმა ოზჯან ახმედოვმა მოწინააღმდეგე 62 კგ წონით კატეგორიაში დაამარცა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთის ნაკრების სპორტსმენი, “WAKO”-ს ევროპის ჩემპიონი, “WAKO”-ზე მოსფლიოს მეორე ადგილის მფლობელი ალი კოინჩი იყო. მძიმე შეჯიბრზე ახმედოვმა თურქი მოწინააღმდეგე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხა.

„საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირი“-ს ხელმძღვანელი ტოფიგ აკპეროვი რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს რომ ისინი ამ შედეგისათვსი წლებია შრომობენ და უკვე შრომის შედეგი დაინახეს.

აკპეროვის თქმით, 10 ადამიანზე მეტი სპორტსმენი მომავალ წელს სსხვადასხვა პროფესიულ ლიგეაში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიმართულებით მუშაობენ და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტოფიგ აკპეროვის თქმით, ამ თვის ბოლოს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ჩაატარებენ და საზოგადოებას განხორციელებული საქმეებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
ოზჯან ახმედოვი კიკბოქსინგზე ხუთგზის საქართველოს ჩემპიონია. 2019 წელს გერმანიის ქალაქ ნორდჰორნში ჩატარებულ მოზარდებს შორის შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა და WFMC-ზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამასთანავე ამ წლის 1-6 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებული “World Martial Arts Championship 2022” შეჯიბრზე ოზჯან ახმედოვმა დიდებს შორის ჩატარებულ K1 სახეობაში ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოზჯან ახმედოვი გარდაბანში მოქმედი კლუბის ყარაჯალარის სპორტსმენია. მისი მწვრთენლი კი ისფაჰან ალიევია.


Print ელ. ფოსტა
თეგები: Gürcüstan Kikboks Qardabani Türkiyə
FaceBook Twitter Google