"სოკარი" სტუდენტებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს
23 დეკემბერს, ნავთობკორპორაცია „სოკარი“  უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებისთვის მიღებას გამართავს.

ღონისძიების შესახებ რადიო „მარნეულთან“  საქართველოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კავშირის წევრმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ფირუზა ხატინოვამ თქვა.

ხატინოვა ამბობს რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, სტუდენტებისთვის ერთობლიობა, ახალი წლის აღნიშვნა და მოტივაციის ამაღლება. რათა მომდევნო წლიდან უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესებში. სტუდენტი ამბობს, რომ ამ ღონისძიებაზე იქნება ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საახალწლო ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუდენტები, განსაკუთრებით კი სოკარის მიერ დაფინანსებული მაღალი ქულების მქონე უმაღლესი სასწავლებლებიდან.

მაღალი აკადემიური მოსწრების, ქულების მქონე სტუდენტებს ნავთობკორპორაცია საჩუქრების გადაცემას აპირებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თავად ნავთობკორპორაცია „სოკარი“ და აზერბაიჯანის საელჩო საქართველოშ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები