კენან ომაროვმა საგარეჯოში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა დღეს, 20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ომაროვმა სამძიმრის პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო!

ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“
- აღნიშნულია ომაროვის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ ქალაქ საგარეჯოში მომხდარი შეირაღებული ინციდენტის დროს 6 პირი გარდაიცვალა.

როგორც აღნიშნავენ 1974 წელს დაბადებულმა კაცმა საცხოვრებელი ბინის აივნიდან სროლა დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით ცეცხლსასროი იარაღით სროლა ინტენსიურად მიმდიანრეობდა რის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, დაიღუპა და 5 ადამიანი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები