სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ საქართველოს მოქალაქეების, ც.პ.-ს და ც.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 76 430,25 ლარის ღირებულების, დაახლოებით 1 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

წყარო: BPN
Print