წლიურად ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 46%-ით გაიზარდა
2022 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კერძოდ, წლიურად მოსაკრებელი თითქმის 46%-ით არის გაზრდილი.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასულ წელს 114 392 795 ლარს, წინა წლის განმავლობაში კი - 78 406 677 ლარს შეადგენდა.

ამასთან, 2022 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 54 243 248 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 6 336 147 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 15 237 518 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 37 574 855 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 38 575 760 ლარი იყო.

წყარო: BPN
Print