2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის
ქვეყნებში საქართველოდან რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.
კავშირის 5 ქვეყანაში ერთობლივად ზრდამ 205% შეადგინა.
ცნობისათვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს,
ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა
ყაზახეთში ფიქსირდება, სადაც გასულ წელს 166,800 მლნ აშშ დოლარის
პროდუქტი გავიდა რეექსპორტზე, წინა წელს - 29,095 მლნ აშშ დოლარის,
ზრდა 473,2%.
რეექსპორტის მაჩვენებელში, რეკორდული ზრდით ყაზახეთს სომხეთი მოსდევს.
კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან სომხეთში 402,266 მლნ აშშ დოლარის
პროდუქტი გავიდა რეექსპორტზე, 2021 წელს - 127,156 მლნ აშშ დოლარის,
ზრდა 216,3%.
შემდეგია რუსეთი, სადაც 2022 წელს საქართველოს გავლით 115,496 მლნ აშშ
დოლარის საქონელი მოხვდა, 2021 წელს - 55,090 მლნ აშშ დოლარის, ზრდა
110%.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტმა 86,666
მლნ აშშ დოლარი შეადგინა ყირგიზეთში, წინა წელს კი - 27,087 მლნ აშშ
დოლარი, აქ ზრდა 220%-ია.
ამასთან, რეექსპორტი გაზრდილია ბელარუსშიც. კერძოდ, 2022 წელს
საქართველოს გავლით ქვეყანაში 24,639 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი
გავიდა, 2021 წელს - 22,589 მლნ აშშ დოლარის, ზრდა - 9%.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების 5-ეულს, რომელიც აღნიშნულ
ქვეყნებში 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:
ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წელს ყაზახეთში რეექსპორტით გავიდა:
- მსუბუქი ავტომობილები - 104,453 მლნ აშშ
დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი
შემცვლელებისაგან - 41,057 მლნ აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -
3,481 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა
უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 3,077 მლნ
აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი,
გაცივებული ან გაყინული - 2,877 მლნ აშშ დოლარი
სომხეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 144,762 მლნ აშშ
დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი
მანქანები და სხვა - 19,401 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 9,116 მლნ
აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 9,110 მლნ აშშ
დოლარი
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის
გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 8,798 მლნ აშშ დოლარი
რუსეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 75,620 მლნ აშშ
დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები - 12,607 მლნ აშშ
დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი
შემცვლელებისაგან - 6,096 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 3,771 მლნ აშშ
დოლარი
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 1,731
მლნ აშშ დოლარი
ყირგიზეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 70,952 მლნ აშშ
დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,235 მლნ აშშ
დოლარი
- საფრენი აპარატები სხვა - 2,8 მლნ აშშ
დოლარი
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 2,672 მლნ აშშ
დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით
80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,3 მლნ აშშ
დოლარი
ბელარუსში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 6,442 მლნ აშშ
დოლარი
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 4,513 მლნ აშშ
დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 4,163 მლნ აშშ
დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით
80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1,540 მლნ აშშ
დოლარი
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური
დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,492 მლნ
აშშ დოლარი