ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატმა ენმ-ის წევრებს სათამაშო ტანკები დაურიგა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა სათამაშო ტანკები და ჯარისკაცები მიიტანა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაურიგა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რასაც მოჰყვა ხმაური საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

„პატარა სათამაშო ტანკები მინდა გადავცე მათ იმისთვის, რომ ერთმანეთში იომონ, სხვა მეტი არაფერი დარჩენიათ. ეს პატარა ტანკი წაუღეთ „ქურქუმალ ვაითს“, ხაბეიშვილს… ეს ტანკი წაუღეთ „პუს“, ნიკა მელიას, კუდა გრძელიას, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა. ესეც იმისთვის, რომ ომში ჩართვა გინდათ”, – მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ქეთი ხომერიკმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და სათამაშოები გადასცა.

ამის შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა ბიუჯეტის საკითხს. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს სხდომაზე აპირებენ, განიხილონ საკრებულოს თავმჯდომარისთვის, მერისა და სხვა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი, მაშინ როდესაც ქვეყანაში და რეგიონში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ამ დროსითვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შეჩერებულია.


წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები