ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო 26 წლის ბიჭმა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ახალგაზრდაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წყარო: ინფო რუსთავი
Print