წლიურად 28.4%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ - PMCG
2022 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.1%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.6%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.2%-ს შეადგენდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები