თურქეთ-შვედეთ-ფინეთს შორის სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა გადაიდო
თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა, რომელიც თებერვალში იყო დაგეგმილი, გაურკვეველი თარიღით გადაიდო.

მას შემდეგ რაც, შვედეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მხარდამჭერებმა მოაწყეს პროვოკაციული მოქმედებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, ხოლო 21 იანვარს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ დაწვეს წმინდა ყურანი, ამ საზიზღარი ქმედებების მიმართ ანკარამაც შესაბამისი ნაბიჯები გადადგა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთს მოუწოდა, მიეღო შესაბამისი ზომები საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, თებერვალში დაგეგმილი სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა ჯერ-ჯერობით გაურკვეველი თარიღით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, გასული წლის 28 ივნისს ესპანეთის დედაქალქ მადრიდში გამართულ სამიტზე, შვედეთის და ფინეთის მხრიდან ნატოში გაწევრიანების განაცხადს ვეტო დაადო. ანკარამ, რომელმაც შვედეთთან და ფინეთთან მემორანდუმს მოაწერა ხელი, ამ ქვეყნებისგან აღნიშნული მემორანდუმის ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

წყარო: trt.net.tr
Print