თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება – ზურაბიშვილი ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!

გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!

თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები