საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ პროდუქტს
საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 36,550 მლნ ცალი (5,834 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წელს - 17,139 მლნ ერთეული (1,218 მლნ აშშ დოლარი). ამ რაოდენობის კვერცხი - 36,550 მლნ ცალი - საქართველოს არასდროს არ უყიდია, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით, (2009-2022 წლები) აქამდე ყველაზე დიდი მოცულობს პროდუქტი ქვეყანამ პანდემიამდე, 2019 წელს შეიძინა, მაშინ საქართველომ 31,781 მლნ ცალი კვერცხი იყიდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იმპორტირებული კვერცხის 89,5% თურქეთზე მოდის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც გასულ წელს საქართველომ კვერცხი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა:
  • თურქეთი - 32,702 მლნ ცალი (4,754 მლნ აშშ დოლარი)
  • უნგრეთი - 2,451 მლნ ცალი (724.4 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 784.4 ათასი ცალი (153.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ბულგარეთი - 403.1 ათასი ცალი (138.4 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 207.3 ათასი ცალი (60.1 ათასი აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 1.4 ათასი ცალი (3.9 ათასი აშშ დოლარი)

წყარო: BPN

Print