კომერციული ბანკების მოგებამ 2,088 მლრდ ლარს გადააჭარბა
2022 წლის დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 116,800 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი 81,477 მლნ ლარით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 2,742 მლნ ლარით აღემატება.

მიუხედავად თვიურ ჭრილში კლებისა, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ - იანვარ-დეკემბერში 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2,088 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.

2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
  • იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
  • თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
  • მარტი - 110,181 მლნ ლარი;
  • აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
  • მაისი - 159,034 მლნ ლარი;
  • ივნისი - 154,156 მლნ ლარი;
  • ივლისი - 292,386 მლნ ლარი;
  • აგვისტო - 168,049 მლნ ლარი;
  • სექტემბერი - 235,447 მლნ ლარი;
  • ოქტომბერი - 241,530 მლნ ლარი;
  • ნოემბერი - 198,277 მლნ ლარი;
  • დეკემბერი - 116,800 მლნ ლარი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 754,058 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 533,334 მლნ ლარი. დეკემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 497,424 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, დეკემბერში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,132 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 92,134 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 58,059 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები