რა მოცულობის სესხები გასცეს საქართველოს ბანკებმა 2022 წლის დეკემბერში - ეროვნული ბანკი
2022 წლის დეკემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1.16 მლრდ ლარით (2.66%-ით) გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მონაცემებით, გაზრდილია როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები. გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით (2.48%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით (2.88%-ით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკით ოპერირებს.

წყარო: BPN
Print