„3 ექიმზე 1 ექთანი მოდის - საშინელი დეფიციტი გვაქვს“
„3 ექიმზე 1 ექთანი მოდის. საშინელი დეფიციტი გვაქვს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში საშუალო რგოლის მედმუშაკების დაბალი ხელფასები და საშინელი სამუშაო პირობებია.

„კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვერც კი ვისაუბრებ, იმდენად დაბალი ანაზღაურება და ისეთი საშინელი პირობებია. როცა ადამიანი 90 საათამდე მუშაობს კვირაში, ყველაზე მაგარი სპეციალისტიც რომ იყოს, ვერ იმუშავებს. საშუალო რგოლის მედმუშაკები ძალიან ბევრს მუშაობენ ზეგანაკვეთურად.

დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 ექიმზე 1 ექთანი მოდის. საშინელი დეფიციტი გვაქვს და ამის მიზეზი არის ძალიან დაბალი ხელფასები და საშინელი სამუშაო პირობები. ყველას, ვისაც შეუძლია, საზღვარგარეთ მიდის და აღარ რჩებიან ამ სფეროში. ბიზნესი ამას ვერ დაარეგულირებს, რადგან მოგებას უყურებს. შესაბამისად, თუ ბიზნესს შეუძლია, რომ თანამშრომელს ექსპლუატაცია გაუწიოს, ამას გააკეთებს და აკეთებს კიდეც,“
- განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები