15 თებერვლიდან მედიკამენტებზე რეფერანტული ფასები ამოქმმედდება
15 თებერვლიდან მედიკამენტებზე რეფერანტული ფასები ამოქმმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

რეფერენტული ფასების ამოქმედების შედეგად ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების გაყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფასებზე ძვირად აღარ შეეძლებათ. მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%მდე გაიაფდება.

პირველ ეტაპზე განსაზღვრული ფასი 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი, სხვა წამლებზეც განისაზღვრება.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები