ილჰამ ალიევი - ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც თეირანში ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა, მოვითხოვთ სწრაფ გამოძიებას
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. ალიევი მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნული განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროს ლეიტენანტ ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფისას დაიღუპა. ჩვენ მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების სწრაფად დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია“,
– წერს ალიევი.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები