საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 44.31 მლრდ ლარი შეადგინა - სებ
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 44.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.69 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.98%-ით მეტი). ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა.

სებ-ის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 133.96 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.55 მლრდ ლარით, ანუ 5.88%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.85%-ით).

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 43.90 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.62 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.61 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.71% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 12.06%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.42%, ხოლო ევროს წილმა 17.01% შეადგინა,“
- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები