„1 ავტომობილის ფასი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის 6 ათასი დოლარით გაძვირდა“
„1 ავტომობილის ფასი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის 6 ათასი დოლარით გაძვირდა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორთა დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.

მანვე ისაუბრა იმ ძირითადი ქვეყნების შესახებ, სადაც საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე გადის. ნონიაძის თქმით, ჩამონათვალში ლიდერობს აზერბაიჯანი, მას მოსდევს უკრაინა, რომლის ბაზარიც გასული წლის 1-ელ კვარტალში ფაქტობრივად განულდა, თუმცა მაისიდან კვლავ მეორე ადგილს დაუბრუნდა, ასევე ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ერთ-ერთი ქვეყანაა რუსეთიც.

„რუსეთთან მიმართებიც ცოტა სხვა ვითარებაა. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა სომხებს მისცა საშუალება, რომ ავტომობილები აქ შეიძინონ და ჩვენი ბაზრის და თავიანთი ტერიტორიის გავლით რუსეთს მიაწოდონ. ეს ფაქტია და ვერავინ დამალავს, რომ უშუალოდ რუსეთს მიეწოდება და რუსეთში გადის ავტომობილები. მიწოდება გაიზარდა კიდეც და 2019 წლის მონაცემებს დაუბრუნდა, ოღონდ თანხობრივ გამოხატულებაში, რაოდენობრივად კი პირიქით, შემცირდა (თუნდაც წინა წელთან შედარებით).

საშუალოდ 1 ავტომობილის ფასი, რომელიც რუსეთში გადის, 6 ათასი დოლარით გაძვირდა, თუ საშუალოდ რუსეთში გასული ავტომობილის ფასი იყო 10-11 ათასი დოლარი, 2022 წელს გახდა 16-17 ათასი დოლარი. შესაბამისად, რაოდენობაში კი შეგვიმცირდა რუსეთში ავტომობილების გატანა, თუმცა გაყიდული მოცულობა გაიზარდა,“
- აღნიშნა ნონიაძემ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები