გიორგი მუმლაძე - ადამიანს მიზანმიმართულად კლავენ - რატი ბრეგაძე და მისი უწყება დაინტერესებულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჯანმრთელდეს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს
რატი ბრეგაძე და მისი უწყება დაინტერესებულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჯანმრთელდეს და პირიქით, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, პენიტენციური სამსახური ცდილობს თავი მაქსიმალურად აირიდოს და თქვას, თითქოს სამედიცინო თვალსაზრისით არის რაღაც პრობლემები.

„პაციენტს, ნაცვლად იმისა რომ ის გამოჯანმრთელებულიყო, აღმოჩნდა, რომ კოვიდი შეეყარა იქ, სადაც მისი მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო. ეს კატასტროფაა და ყველაფერზე მეტყველებს - ადამიანს მიზანმიმართულად კლავენ, ამიტომ რატი ბრეგაძე და მისი უწყება თავიდან ბოლომდე არის დაინტერესებული იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჯანმრთელდეს და პირიქით, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს ეს სასამართლო პროცესები გაწელოს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მისთვის ფატალურად დასრულდეს. ჩვენთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ უახლოეს დღეებსა და კვირებში დავიწყოთ ქუჩის პროტესტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული. სხვა შემთხვევაში, ფორმალური პროცესების, თითქოს ექსპერტიზის ჩატარებით და ვითომ მკურნალობით, რითაც პაციენტის მდგომარეობა “ვივამედში” კიდევ უფრო უარესდება, ამ ფორმალურობების დაცვით, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პუტინის პატიმრობაში მოკვდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდეს. ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში პარტია გახდება ზეაქტიური მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ნაწილში”, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები