პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა
ლევან ხაბეიშვილმა დღეს
გამართულ ბრიფინგზე პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა
წარადგინა.
მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება დაიწყება მისი გამარჯვების
დღიდან და ეს არის გეგმა „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ
მოძრაობამდე“.
პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის 12-პუნქტიანი გეგმა ასეთა.
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური
პატიმრების გათავისუფლების კომიტეტის შექმნა;
- პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია.
გენერალურ მდივნი კვლავ პეტრე ცისკარიშილი იქნება;
- თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლდება და
გაძლიერდება. ეს მოხდება პირველსავე 100 დღეში;
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ორგანიზაციის
განახლება და პოლიტიკური სკოლის გახსნა;
- რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვა და ძლიერი რაიონული
ორგანიზაციების ჩამოყალიბება;
- ენმ-ის საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოყალიბდდებ
ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესის ჩამოყალიბებაა და ეს
კონგრესი იქნება მუდმივმოქმედი;
- მარტში იქნება პოლიტიკური საბჭოს არჩევნები და პოლიტიკური
საბჭო უნდა იყოს მოქნილი;
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა
ორგანიზაცია;
- „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ემიგრანტების
აღრიცხვა;
- ჩამოყალიბდება სათათბირო, რომელიც იქნება
ზეპარტიული;
- გამჭვირვალე გახდება ბიუჯეტი და ბიუჯეტის განკარგვა
იქნება პროექტულად;
- ენმ-ს ყრილობა მოწვეული იქნება პირველ 100
დღეში.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებთ ვინმეს სადმე
გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი
მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის
ხელს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.