ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება დაიწყება მისი გამარჯვების დღიდან და ეს არის გეგმა „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის 12-პუნქტიანი გეგმა ასეთა.
  • მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტის შექმნა;
  • პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივნი კვლავ პეტრე ცისკარიშილი იქნება;
  • თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლდება და გაძლიერდება. ეს მოხდება პირველსავე 100 დღეში;
  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განახლება და პოლიტიკური სკოლის გახსნა;
  • რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვა და ძლიერი რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება;
  • ენმ-ის საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოყალიბდდებ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესის ჩამოყალიბებაა და ეს კონგრესი იქნება მუდმივმოქმედი;
  • მარტში იქნება პოლიტიკური საბჭოს არჩევნები და პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მოქნილი;
  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია;
  • „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ემიგრანტების აღრიცხვა;
  • ჩამოყალიბდება სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული;
  • გამჭვირვალე გახდება ბიუჯეტი და ბიუჯეტის განკარგვა იქნება პროექტულად;
  • ენმ-ს ყრილობა მოწვეული იქნება პირველ 100 დღეში.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წყარო: პუბლიკა
Print